შევამჩნიე რომ ჯგუფები შეგიქმნიათ რაც ძალიან კარგია , შექმნის შემდეგ ჯგუფს ბოლომდე რომ ჩამოსქროლავთ იქ აქვს ქოვერის მითითებაც თუ გსურთ რომ რამე ლამაზი ფონი დაუყენოთ.
პირველი დღისთვის, შესანიშნავი სტატისტიკაა :) ბევრი ახალი სტუმარი და საინტერესო სერვისის დაემატა. მეგობრებო შექმენი თქვენთვის სასურველი ჯგუფები , მაგალითად როგორც ONLY JDM გვაქვს, თუმცა ყიდვა გაყიდვა აქ უკვე ცალკე გვაქვს და ბევრად მარტივი და საინტერესოა.
მობილური აპლიკაცია დიდი ალბათობით 2027 - ის დასაწყისში იქნება, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე მოგვარდება საიტის მცირე ხარვეზები და რამდენად სწრაფად ამოქმედდება სრული ფუნქციონალი.
მობილურ აპლიკაციაში იქნება ახალი ძირითადი ფუნქციები: 1. ნავიგაციის ფუნქციონალი, მეგობრებს შორის შეჯიბრებით, სტატისტიკით და ა.შ 2. ჯარიმების შემოწმება / ტექ-დათვალიერების ვადები (როგორც ვებში ახლა) 3. ნაწილების ძებნა ნაწილის კოდით და დიაგრამის გამოტანა. (იქნება ვებშიც) 4. ადგილობრივი ავტო აუქციონი, სტანდარტულ ყიდვა/გაყიდვა სთან ერთად. 5. ჩელენჯები - როგორიცაა მარშუტის დაგეგმვა და გარკვეულ მონაკვეთზე საუკეთესო დროის დაფიქსირება რომელიც აისახება რეიტინგის სიაში.
წინასწარ გიხდიდ უღრმეს მადლობას, გაწევრიანებისთვის და უბრალოდ რეგისტრაციისთვის. პროექტის მომავალი სრულად დამოკიდებულია პირველად ინტერესზე, ამიტომ წვრილმანი ქმედება ჩვენს პორტალზეც კი ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ ეტაპზე საიტი არის სატესტო რეჟიმში, ამიტომ მოსალოდნელია მცირედი შეფერხებები. საიტის ფუნქციონალი და ხარვეზები მუდმივად გამოსწორდება.
გაწევრიანდით STRETO - FEEDBACK ჯგუფში და დატოვეთ თქვენი აზრები და შთაბეჭდილებები.
Log in to like and comment.